Sunday, April 15, 2012

კათედრის მუშაობა მიმდინარე სასწავლო წელს:

1)    შედგა  შეხვედრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გეოგრაფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ქიმიის  მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. თემა ,,მინერალები";


2)  ჩატარდა  ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ფიზიკასა და მათემატიკაში–მასწავლებლები: მაია თათეშვილი (ფიზიკა) და მაია მამულაშვილი (მათემატიკა). IX კლასი;


3)   ჩატარდა  შემეცნებით–ინტელექტუალური ღონისძიება ,,ფიზიკა პოეზიაში"–ფიზიკის მასწავლებელი: ცარო ლეკიშვილი.  VIII კლასი;


4) მოეწყო პრეზენტაცია პროექტისა–,,პური ჩვენი არსობისა". პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე.   XI კლასი;

5)   მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. I ტური გადალხა და  II  ტურში გადავიდა ფიზიკაში 6,  ქიმიაში 2, ბიოლოგიაში 9 მოსწავლე;

6)   კათედრამ გამოუშვა ყოველწლიური სერიული კედლის გაზეთი ,,ბრძენი საყარო";

7)    კათედრამ მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში ,,ჩემი საყვარელი სკოლა";  

8)    კათედრის ხუთმა წევრმა გაიარა ტრენინგი–,,ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები";


9)  კათედრამ მონაწილეობა მიიღო პრემიერ–მინისტრის მიერ ფეისბუქზე გამოცხადებულ ფოტოკონკურსში–,,ჩემი საყვარელი სპორტი.";

10)  კათედრის ორმა წევრმა–მაია თათეშვილმა და ნაზი ტორიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროგრამაში–,,აგროტური";

11)   კათედრის წევრებმა დაამუშავეს თემები სწავლების სხვადასხვა მეთოდების შესახებ, რომელთა განხილვაც ხდებოდა კათედრის წევრების შეხვედრებზე;


12)  XI  კლასის მოსწავლეებმა–ლ. ზაზაძემ და ე. გვარამაძემ მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით კონფერენციაში აგრობიოტექნოლოგიის სექციაში და მიიღეს სიგელები–ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე;


13)   X კლასის  მოსწავლეებმა – ე. ზედგინიძემ,  ნ. ჩიგოგამ  და ნ.  სამსონიძემ მონაწილეობა მიიღეს  შემოქმედებით კონფერენციაში ეკოლოგიის სექციაში  და მიიღეს  სიგელები  – ხელმძღვანელი  ბიოლოგიის  მასწავლებელი   შორენა ენდელაძე;


14)  XII კლასის მოსწავლეებმა  წარმატებით ჩააბარეს ,,CAT’’-ის გამოცდები საბუნებისმეტველო მეცნიერებებში, რაც ყველა მასწავლებლის დიდი შრომის  შედეგად იქნა მიღწეული. ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ ორმა მოსწავლემ. იმედი  გვაქვს  მომავალი  წლისთვის  სათანადოდ  მოემზადებიან  და შეძლებენ  ატესტატის  აღებას;

15) საკონტროლო  წერის ნორმები  ყველა მასწავლებელს აქვს დაცული თითოეულ კლასსა და საგანში, პროგრამა  კი ამოწურული;

16)  ,,ისტ’’–ის ტრენინგში მონაწილე მასწავლებლები სკოლის სხვა პედაგოგებთან ერთად  ჩართულები არიან ინტეგრირებულ პროექტში–,,ჩემი ახალციხე’’, რომლის ბლოგზე განთავსება ნაწილობრივ მოხდება ახლა, ხოლო პრეზენტაცია  სხვა  აქტივობებთან  ერთად   დაიგეგმა  შემოდგომაზე;

17) თითოეულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში გრიფირებული სახელმძღვანელოები შერჩეულია და მიწოდებულია;

18)        კათედრის წევრები ვემზადებით სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის;

19) I და II სემესტრში ჩატარდა კათედრის სხდომები, სისტემატიური შეხვედრები კათედრის წევრებთან და შეხვედრები სკოლის დირექტორთან ანგარიშის ჩაბარების, პრობლემების დასმის და გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით;

No comments:

Post a Comment